weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ნახონ ქალაქში სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები – კალაძე

16:52 პარასკევი, 09 ნოემბერი 2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ საახალწლო ნაძვის ხის დადგმის გამო, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქციის გაგრძელება შეუძლებელი იქნება.

„პარლამენტის წინ არის ცენტრალური ადგილი, სადაც იდგმება საახალწლო მთავარი ნაძვის ხე. ეს მე არ მომიფიქრებია, ტრადიციაა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.

ზაზა სარალიძემ თბილისის მერიას აქციის ვადის გახანგრძლივებისა და კარვების გაშლის ნებართვისთვის პირველ ნოემბერს მიმართა, რაზეც მერიიდან უპასუხეს, რომ 7 ნოემბრიდან აქციის ადგილი უნდა შეცვალონ.

„კანონის თანახმად განვუმარტეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია ემზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის. მათ აქვთ შესაძლებლობა, ნახონ ქალაქში სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რათა ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. ამის უფლება მიეცემათ, არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, რა ზომებს მიიღებს მერია, თუ სარალიძე და მაჩალიკაშვილი აქციის ადგილს არ შეცვლიან, თბილისის მერმა განაცხადა, რომ მათ პასუხი კანონის ფარგლებში გაეცემათ.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ მათი პროტესტი საახალწლო ღონისძიებებს ხელს არ შეუშლის. მათივე თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას მანამდე არ დატოვებენ, ვიდრე ყველა კითხვაზე პასუხს არ მიიღებენ.

შვილმოკლულმა მამებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 10 სექტემბერს დაიწყეს. ისინი მათი შვილების საქმეების ობიექტურ გამოძიებას და სახელმწიფოს მიერ დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]