weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ატოცში აქციის მონაწილეებმა შარვლები ჩაიხადეს და ოკუპანტებს უკანალი მიუშვირეს

17:20 შაბათი, 10 ნოემბერი 2018

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს მავთულხლართების გავლება აქვთ დაწყებული, ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა, მათ შორის „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ შარვლები ჩაიხადეს და ოკუპანტებს უკანალი მიუშვირეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის, რასაც აქ ხდება, საერთაშორისო მედიაში მოხვდეს. რაღაც უნდა გავაკეთოთ ისეთი, რის გამოც ყურადღებას მოგვაქცევენ. უბრალოდ აქ ჩამოსვლა, პოზიციის დაფიქსირება და წასვლა საკმარისი არ არის. ასეთი იდეა მაქვს - Brave Heart ხომ გაქვთ ნანახი? იქ დგას, მემგონი, რუსული ტელევიზია, რომელიც ყველაფერს იღებს. ერთ რიგად ჩავმწკრივდეთ, ჩავიხადოთ და ტ...ი დავანახოთ და მერე გაუშვან რუსულ არხებზე, თუ არა და ნებისმიერ შემთხვევაში, საერთაშორისო მედიის ყურადღებას მივიქცევთ“, - მიმართა ზურაბ ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს.

ჯაფარიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ პროტესტის ეს ფორმა ტრადიციად იქცეს, რაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებზე მორალური წნეხიც იქნება.

ატოცში აქცია ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“, „გირჩის“ და სამოქალქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ ორგანიზებით გაიმართა. საოკუპაციო ხაზთან სამართალდამცველებიც იყვნენ მობილიზებულნი, ატოცის მოსაზღვრე სოფელ ბალთადან კი აქციას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ატოცის ტერიტორიაზე 24 საათიან მეთვალყურეობას აგრძელებს.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ატოცთან მავთულხლართების გავლება ნოემბრიდან განაახლეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების სამუშაოები ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის საპირისპიროდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]