weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაბა ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა

10:17 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018

მთავრობის გადაწყვეტილებით დაბა ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ სახალხო დღესასწაულზე „კოლხური შემოდგომა“ განაცხადა.

საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც 10 ნოემბერს გაიმართა, ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 5 „საპატიო ჩხოროწყუელი“ დააჯილდოვა. აღნიშნული წოდება გიორგი გახარიასაც მიენიჭა.

ჩხოროწყუს დაბის სტატუსი 1960 წლიდან ჰქონდა. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით დაბაში 3 141 ადამიანი ცხოვრობს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]