weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

10:15 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018

მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი ბეტონმზიდი და მასში მყოფი 53 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მაშველები ცხედრის ამოყვანას ცდილობენ, რისთვისაც წყალქვეშ მანქანის კარის გაჭრა იქნება საჭირო.

ცემენტმზიდი ჟინვალის წყალსაცავში გუშინ საღამოს ჩავარდა. შემთხვევა წყალსაცავის მარცხენა მხარეს, ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე მოხდა. 53 წლის მამაკაცი ჟინვალი-შატილი-ბარისახოს საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე იყო დასაქმებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების შესრულებისას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბეტონმზიდი გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]