weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზემო ფონიჭალის N23 კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს დროებით საცხოვრებლებში დააბინავებენ

20:29 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018

„დედაქალაქის მერიამ ზემო ფონიჭალაში, N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართები მოიძია და ისინი დღესვე დაბინავდებიან“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანმა გარდაცვლილების ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ დაზიანებულ კორპუსში მცხოვრები ოჯახები საჭირო სახსრებითა და დროებითი თავშესაფრით იქნებიან უზრუნველყოფილები.

„მინდა გარდაცვლილების ოჯახს მივუსამძიმრო. ეს არა მარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი ქალაქის და ქვეყნის ტრაგედიაა. უკვე დასრულდა პირველი რიგის გადაუდებელი სამუშაოები. რაც შეეხება ამ კორპუსში მცხოვრებ ოჯახებს, გამგეობა და დედაქალაქის მერია მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. ყველას უზრუნველვყოფთ საჭირო სახსრებით, სასტუმროთი და რისი გაკეთებაც შესაძლებელია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. 28 ოჯახთან შედგა კომუნიკაცია. მათთვის ნაპოვნია შესაბამისი ფართები, ოჯახის წევრებს მივცემთ საშუალებას, რომ გამოიტანონ პირადი ნივთები, დავაბინავებთ და არავინ დარჩება ყურადღების გარეშე“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ზემო ფონიჭალაში N23 საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს დილით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მესამე სართულიდან ფილა მეორე სართულზე ჩავარდა, სადაც ქალი და მისი 9 თვის ბავშვი იმყოფებოდნენ. ისინი ნანგრევებში მოყვნენ და დაიღუპნენ.

აფეთქების შედეგად სამი ადამიანი - 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი დაშავდნენ. ისინი თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში არიან მოთავსებულნი.

აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი ელექტრო და თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, სამი წლის ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]