weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორის პარკში სავარაუდოდ 11 წლის ბიჭის ცხედარს ეძებენ

00:28 შაბათი, 17 ნოემბერი 2018
ფოტო: Qartli.ge ფოტო: Qartli.ge

გორში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის რამდენიმე ჯგუფი სამძებრო ღონისძიებებს ატარებს. არაოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველები 14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარს ეძებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხედრის ადგილსამყოფელი 8 წლის გოგონას, ნანა ბერიაშვილის მკვლელობასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ დაასახელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ხვალამდე არ გააკეთებენ.

8 წლის ნანა ბერიაშვილი მოკლული 25 ოქტომბერს იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირას ნახეს. თვითმხილველების თქმით, ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის მკვლელობის ბრალდებით, 34 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავა. პროკურატურამ მას ბრალი 27 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებიდან რამდენიმე დღეში, იაგო ნებიერიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით [გარყვნილი ქმედება] დაუმძიმდა.

იაგო ნებიერიძის დაკავების შემდეგ გორში მცხოვრებმა ხათუნა ბერძნიშვილმა განაცხადა, რომ ნებიერიძე, 14 წლის წინ, მისი 11 წლის შვილის, ზაქრო ბერძნიშვილის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა.

„ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში: თქვენი შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მასზე მივიტანეთ. ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა, თუმცა, სასჯელი გამოძალვაზე მოიხადა“, - ციტირებს Qartli.ge ხათუნა ბერძნიშვილის კომენტარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]