weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თუ ვინმემ პატრულს მიუთითა, შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის, დაისჯება – გახარია

00:04 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს და სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევს.

„ამ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ, რაც სიუჟეტი ეთერში გავიდა. შემიძლია გითხრათ შემდეგი - ყველა, ვინც კანონდარღვევა ჩაიდინა, თუ ვინმემ პატრულს, ასე ვთქვათ, შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის - იქნება დასჯილი. თუ პატრულმა თავისი ინიციატივით ჩაიდინა ეს კანონდარღვევა და შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს - იქნება დასჯილი.

თუ ვინმე სხვამ, მესამე პირმა, ეს მასალა იმისთვის გამოიყენა, რომ მიეღო გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე, ისიც იქნება დასჯილი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, კანონდარღვევისთვის კანონის წინაშე პასუხი ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აგოს, იმის მიუხედავად ვინ არის და რა თანამდებობა უკავია მას.

„მერწმუნეთ, რომ რამდენიმე დღეში, მე თქვენ გეტყვით იმას, თუ რა მოხდა, ვინ იქნება დასჯილი და რატომ მოხდა პირადად ჩემთვის შემზარავი ფაქტი“, – აღნიშნა გახარიამ.

18 ნოემბერს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ვიდეო, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, 2017 წლის ივლისშია ჩაწერილი. ანონიმური წყარო, რომელიც სავარაუდოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლაშა ნაცვლიშვილის გაჩერებას. მისივე თქმით, ნაცვლიშვილმა საავარიო სიტუაცია რამდენჯერმე შექმნა და ალკოტესტით შემოწმებაზე უარი განაცხადა; მას შემდეგ კი, რაც სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია ხელმძღვანელობას მიაწოდა, ლაშა ნაცვლიშვილის გაშვების ბრძანება მიიღო.

თავად ლაშა ნაცვლიშვილის განმარტებით, ის საჭესთან „ზომაზე მეტად“ ნასვამი იჯდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა კი სახლში მიაცილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]