სოფელ ხეთაში, ჭითანავების ორსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ხუთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც ისინი სამეგრელოდან თბილისში რეანომობილით გადაიყავნეს.
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს საწვავი აერიათ და ცეცხლის ასანთებად დიზელის ნაცვლად ბენზინი გამოიყენეს, რამაც აფეთქება გამოიწვია.