როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, ორივე გარდაცვლილს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, რაც გულისხმობს როგორც სხეულის ზედაპირის, ისე - სასუნთქი გზების დამწვრობას.
დამწვრობის ცენტრში რჩება ამავე ოჯახის წევრი ორი ზრდასრული ადამიანი და ერთი ბავშვი, მათი მდგომარეობა ასევე კრიტიკულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხეთაში მომხდარი საწვავის აფეთქებისას მთლიანად დაიწვა საცხოვრებელი სახლი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან გადადგურებას გულისხმობს.