weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტელეკომპანია „იმედს“ კომენტარს აღარ მივცემთ – TI

16:05 პარასკევი, 30 ნოემბერი 2018
ფოტოზე ლევან ნატროშვილი ფოტოზე ლევან ნატროშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) ტელეკომპანია „იმედს“ უნდობლობას უცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერის, ლევან ნატროშვილის განმარტებით, „იმედი“ მათ კომენტარებს ამახინჯებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გუშინ, 29 ნოემბერს, „იმედის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც „მესამე სექტორმა აღიარა, რომ საარჩევნოდ ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, არასანდო იყო“. სიუჟეტი სწორედ ლევან ნატროშვილთან ინტერვიუთი იწყება.

„ჩვენ პრეტენზია გვაქვს ტელეკომპანია „იმედთან“, რომლიც უკვე რამდენიმე კვირაა ისე ამახინჯებს ჩვენს კომენტარებს, რომ სრულიად განსხვავებული სიუჟეტი გამოდის. გარკვეული ეპიზოდები ამოიღეს [სიუჟეტიდან], იქ გაგრძელება ჰქონდა იმ წინადადებას, რომელიც რეალურად განსხვავებულ შინაარსს იძლეოდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომენტარს აღარ მივცემთ ტელეკომპანია „იმედს“. თუ მათ სურვილი ექნებათ, რომ ჩვენი აზრი გაიგონ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, შეუძლიათ, რომ მიგვიწვიონ გადაცემაში და პირდაპირ ეთერში ჩვენი აზრის დაფიქსირების საშუალება გვექნება ისე, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რაც ჩვენ რეალურად ვთქვით“, – ამბობს ლევან ნატროშვილი „რუსთავი 2“-თან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ „იმედის“ სიუჟეტთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში საჩივრსაც წარადგენს.

20 ნოემბერს, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაავრცელეს განცხადება არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე და სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდებოდა და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროკურატურაში გამოკითხეს. საგამოძიებო ორგანოში განაცხადეს, რომ მათ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]