weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შსს-მ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება 3 მუხლით დაიწყო

00:05 შაბათი, 01 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 30 ნოემბერს, თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ოფისში „რუსთავის 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო.

„შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 154-ე და 160-ე მუხლებით, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს“, - განმარტეს სამინისტროში.

„რუსთავის 2“-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ჟურნალისტებისგან მისი ოფისის დატოვებას ითხოვს მას შემდეგ, რაც მას დაუსვეს კითხვა, საიდან ფინანსდება მისი ორგანიზაცია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნებზე ასობით დამკვირვებელი მიავლინა.

ნანა კაკაბაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალება აღარ მისცეს და ჟურნალისტი და ოპერატორი ოფისიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს. კაკაბაძის თქმით, ჟურნალისტები მის ოფისში შეჭრილები იყვნენ.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა. ქარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ ეს საქმე და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]