weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს-მ წითელ ხიდთან მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

13:52 შაბათი, 01 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს, ორი პირის სამძებრო ღონისძიებები კი გრძელდება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 26 ნოემბერს, წითელი ხიდი-შულავერის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოსა და სოფელ ხანჯიგაზლოს მონაკვეთზე, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მოძრავ მოქალაქეებს - შ.მ.-ს, ფ.ა.-ს, ზ.ა.-ს და ა.გ.-ს სამი მამაკაცი თავს დაესხა. თავდამსხმელებმა ორ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც, იარაღის მუქარით, 800 000 რუსული რუბლი გაიტაცეს და მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე თავდამსხმელის ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს, ერთ-ერთი მათგანი - რ.გ. დააკავეს, დანარჩენების დასაკავებლად კი სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნაყაჩაღარი თანხის დიდი ნაწილი ამოიღო“, – განაცხადეს შსს-ში.

საქმეზე გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]