weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10:30 კვირა, 02 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მიერ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს დაიცავს.

„რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და დაცული იყოს როგორც აქციის მონაწილეების, ისე რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – აცხადებენ შსს-ში.

სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

„აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, 15:00 საათზეა დაგეგმილი. როგორც „ძალა ერთობაშიას“ ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ოპოზიცია „რევოლუციას, არეულობას და დაპირისპირებას არ აპირებს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]