weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისში უკრაინის 5 მოქალაქე, მათ შორის დონბასში მებრძოლი ლუკა ჩხეტია დააკავეს – რუსთავი 2

13:51 კვირა, 02 დეკემბერი 2018

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გამთენიისას, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც უკრაინის 5 მოქალაქე დააკავეს. ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებულებს შორისაა დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც, რომელიც თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, დაკავებულები ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ალიანსში“ 27 ნოემბერს შევიდნენ. სასტუმროს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა ნომრებში ჩხრეკა ჩაატარეს.

ლუკა ჩხეტიას დაკავების ფაქტს მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. სერგო ჩხეტია ამბობს, რომ მის შვილს იარაღი ჩაუდეს.

„დღეს დაგვირეკეს, რომ დაკავებულია. ლუკას იარაღი დაუდეს, ნაღდად. მას იარაღი არ ექნებოდა. არ ჰქონდა საჭიროება, რომ იარაღით გამოსულიყო, მითუმეტეს, დღეს, აქციებზე. ჩამოვიდა უკრაინელ ძმებთან ერთად. არ უნდოდა ეს მთავრობა, რომელიც მოვიდა ძალით, ფულით, ყველანაირი უბედურებით. უკრაინაში, დონბასის ბატალიონში ვაჟკაცურად იბრძოდა. პირიქით, საქართველოს მთავრობა მას გვერდში უნდა დაუდგეს და ასეთ ლაჩრობას სჩადიან, იარაღს უდებენ“, – ამბობს სერგო ჩხეტია.

უკრაინის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

 

ამ თემაზე:

შსს თბილისში უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]