weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს თბილისში უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს

15:10 კვირა, 02 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის შედეგად თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, უკრაინის შვიდი მოქალაქის დაკავებას ადასტურებს.

როგორც სამინისტროში განაცხადეს, უკრაინის 7 მოქალაქე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უკრაინის მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. ტელეკომპანია 5 ადამიანის დაკავების შესახებ იუწყებოდა, რომელთა შორის ერთ-ერთი დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაა.

ლუკა ჩხეტიას ოჯახის წევრები „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში აცხადებენ, რომ მას იარაღი ჩაუდეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩხეტია თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]