„რუსთავი 2“-ის ცნობით, დაკავებულები ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ალიანსში“ 27 ნოემბერს შევიდნენ. სასტუმროს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა ნომრებში ჩხრეკა ჩაატარეს.
ლუკა ჩხეტიას დაკავების ფაქტს მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. სერგო ჩხეტია ამბობს, რომ მის შვილს იარაღი ჩაუდეს.
„დღეს დაგვირეკეს, რომ დაკავებულია. ლუკას იარაღი დაუდეს, ნაღდად. მას იარაღი არ ექნებოდა. არ ჰქონდა საჭიროება, რომ იარაღით გამოსულიყო, მითუმეტეს, დღეს, აქციებზე. ჩამოვიდა უკრაინელ ძმებთან ერთად. არ უნდოდა ეს მთავრობა, რომელიც მოვიდა ძალით, ფულით, ყველანაირი უბედურებით. უკრაინაში, დონბასის ბატალიონში ვაჟკაცურად იბრძოდა. პირიქით, საქართველოს მთავრობა მას გვერდში უნდა დაუდგეს და ასეთ ლაჩრობას სჩადიან, იარაღს უდებენ“, – ამბობს სერგო ჩხეტია.
უკრაინის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
ამ თემაზე: