„უნდა ვიფიქრო ამ თემაზე. ხვალ გეტყვით. თუკი ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, იქნება დაპატიჟებული“, – უთხრა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, მიიწვევენ თუ არა ინაუგურაციაზე „პატრიოტთა ალიანსს“, ზურაბიშვილმა უპასუხა: „რატომაც არა. მაგრამ ინაუგურაციაზე პარტიები არ იქნებიან მიწვეული, ყველა იქნება ცალ-ცალკე. გარდა იმისა, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, პარლამენტის თანამდებობის პირები, თუ სხვა პირები, ეს არის ჩემს გარეშე. მე ვადგენ ჩემი პირადი სტუმრების სიას“.
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ და მისი ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.
„სალომე ზურაბიშვილს დიდი სიამოვნებით მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, შვილიშვილების გაჩენას, მაგრამ, საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა... ამიტომ პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ“, – განაცხადა ვაშაძემ რამდენიმე დღის წინ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება.