„დარწმუნებულები ვართ, როგორ განიცდის ყველა ნორმალური ქართველი ადამიანი ამ ყველაფერს, რაც ჩვენს თავს ხდება. დროა, რაც შეგვიძლია, ის გავაკეთოთ და მათ აგრესიას წინ მუსიკის ხმა დავახვედროთ ბარიერად“, – ამბობდნენ აქციის ორგანიზატორები.
ატოცში რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია 10 ნოემბერსაც გაიმართა. მისი ორგანიზატორები ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, პარტია „გირჩი“ და სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ იყვნენ. „გირჩის“ ლიდერისა და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა შარვალი ჩაიხადა და რუსეთს უკანალი მიუშვირა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ატოცთან ე.წ. საზღვრის გავლება ნოემბერში განაახლეს. ამ დროისთვის სამუშაოები შეჩერებულია.