weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მუსიკალური ოკუპაცია“ – მუსიკოსებმა სოფელ ატოცში აქცია გამართეს

15:55 შაბათი, 08 დეკემბერი 2018
ფოტო: ლაშა ბერულავა ფოტო: ლაშა ბერულავა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან, მუსიკოსებმა აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით „მუსიკალური ოკუპაცია“ გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მუსიკალური ინსტრუმენტები არის მათი ხმა და იარაღი საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ.

„დარწმუნებულები ვართ, როგორ განიცდის ყველა ნორმალური ქართველი ადამიანი ამ ყველაფერს, რაც ჩვენს თავს ხდება. დროა, რაც შეგვიძლია, ის გავაკეთოთ და მათ აგრესიას წინ მუსიკის ხმა დავახვედროთ ბარიერად“,  – ამბობდნენ  აქციის ორგანიზატორები.

ატოცში რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია 10 ნოემბერსაც გაიმართა. მისი ორგანიზატორები ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, პარტია „გირჩი“ და სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ იყვნენ. „გირჩის“ ლიდერისა და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა შარვალი ჩაიხადა და რუსეთს უკანალი მიუშვირა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ატოცთან ე.წ. საზღვრის გავლება ნოემბერში განაახლეს. ამ დროისთვის სამუშაოები შეჩერებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]