weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოპოზიციას შეთავაზებული ჰქონდა მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი – შსს

13:21 კვირა, 16 დეკემბერი 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თელავში დაანონსებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, თბილისი-ყვარელი-თელავის მიმართულებით,  აქციის მონაწილეებს ასევე შესთავაზეს ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც, სამინისტროს განმარტებით, ფეხითმოსიარულეების თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

„მიუხედავად პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეთავაზებისა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ასობით ავტომობილით თელავში ჩასვლას ცდილობენ, სადაც მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, აქციის გამართვა აქვთ დაგეგმილი. საპატრულო პოლიციამ მათი კოლონა ჯერ გომბორის გზაზე არ გაატარა, მოგვიანებით კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან გზა ავტობუსებით ჩაუხერგა, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები გზის გახსნას საკუთარი ძალებით ცდილობენ. ველისციხეში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ თელავამდე მისვლას ყვარლის გავლითაც ვერ მოახერხებენ, რადგან პოლიციას ეს გზაც გადაკეტილი აქვს. მისივე თქმით, ტყუილია, რომ შსს-მ მათ თელავში ჩასვლის ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]