„გურჯაანში, ბრალდებული დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების სასამართლო განხილის პარალელურად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია დააანონსა. შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ხოლო მეორეს მხრივ - აქციის მონაწილეთა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება და თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია“, – აცხადებენ შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, ასევე პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და არ შეაფერხონ მათი ფუნქციონირება.
გაერთიანებული ოპოზიცია პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან აქციას 20 დეკემბერს, დილის 9 საათიდან გამართავს.