weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოპოზიციის აქციის გამო, გურჯაანში საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული – შსს

02:22 ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018
ფოტო: რადიო თავისუფლება ფოტო: რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლება და უსაფრთხოება დაცული იქნება. სამინისტროში აცხადებენ, რომ მართლწესრიგის დაცვისთვის ყველა საჭირო ზომას მიიღებენ.

„გურჯაანში, ბრალდებული დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების სასამართლო განხილის პარალელურად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია დააანონსა. შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ხოლო მეორეს მხრივ - აქციის მონაწილეთა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება და თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია“, – აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, ასევე პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და არ შეაფერხონ მათი ფუნქციონირება.

გაერთიანებული ოპოზიცია პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან აქციას 20 დეკემბერს, დილის 9 საათიდან გამართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]