სასამართლო პროცესის დაწყებამდე, გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე კირკიტაძეს წინასწარ პატიმრობას შეუფარდებს, ისინი აქციების გამართვას გეგმავენ.
სასამართლოს ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით კირკიტაძე ველისციხეში აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის დააკავეა. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და პროტესტის ნიშნად შიმშილობას აგრძელებს.