weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ია კერზაიას გარდაცვალების საქმის გამოძიების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართება

17:09 ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018
ფოტოზე ია კერზაია ფოტოზე ია კერზაია

ზუგდიდის მე–6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარების და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით, 22 დეკემბერს ზუგდიდში აქცია გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო ლაივპრესს კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განუცხადა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა 19 დეკემბრიდან, შენგელიას განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში კი გამოძიება დაიწყება.

ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ დღეს ამ თემაზე პირველი კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. მისი თქმით, სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომლის სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გამოკვეთის შემთხვევაში, მზად არიან პასუხი აგონ.

„თუ ჩვენი მხრიდან რაღაც ისეთი გამოვლენილი იქნა, როგორც ნებისმიერი თანამშრომელი, ისევე მეც ვარ პასუხისმგებელი. შემიძლია გითხრათ, არა მარტო იურიდიული, თუნდაც მორალური პასუხისმგებლობა აღმოჩნდეს, ნებისმიერი ადამიანი მზად ვართ, ჩვენი გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

ზუგდიდის მე–6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება. ბაჩა შენგელია ითხოვდა განათლების მინისტრის და იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვინც „უფლებამოსილებას გადაამეტეს და მისი დედის მიმართ დისკრიმინაციული ნიშნით დევნა განახორციელეს“.

განათლების სამინისტრომ ბრალდებები უარყო და განაცხადა, ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიზანმიმართული არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და მომხდარის პოლიტიზირება ხდება, რაც მათთვის მიუღებელია. მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძემ აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო მზად არის, მიაწოდოს ყველა სახის დოკუმენტაცია და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რადგან „არცერთი კითხვა არ უნდა იყოს პასუხგაუცემელი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]