weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს-მ თელავში დეპუტატის ავტომობილზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავა

23:11 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018

სამართალდამცველებმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის სამსახურებრივი ავტომობილის დაზიანების ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, 1967 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა, რომ ზ.ბ.-მ 16 დეკემბერს, ქალაქ თელავში საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ ხულორდავას სამსახურებრივ ავტომანქანას თავს დაესხა და დააზიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულის დაკავებამდე პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მამაკაცი, რომელმაც თამარ ხულორდავას სამსახურებრივი ავტომობილი დააზიანა, დიდი ალბათობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიგზავნილი აგენტ-პროვოკატორი იყო. უგულავას თქმით, იგივე პიროვნება იმყოფებოდა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზეც. გიგი უგულავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და აღნიშნული პირის იდენტიფიცირება მოითხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]