weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საოკუპაციო რეჟიმმა ხურვალეთიდან გატაცებული ოთარ სამნიაშვილი გაათავისუფლა

17:16 ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული 33 წლის ოთარ სამნიაშვილი გაათავისუფლეს.

ოთარ სამნიაშვილი გუშინ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით უკანონოდ დააკავეს. ადგილობრივების თქმით, ოკუპანტები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ოთარ სამნიაშვილი სწორედ იქიდან წაიყვანეს.

ოთარ სამნიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ის უკვე მეორედ იყო დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]