weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

12:45 სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018

საქართველოში გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, შემთხვევა გუშინ, ქუთაისში დაფიქსირდა.

„სეზონური გრიპით ავადობა, რომლის დაავადების რაოდენობა მატულობს, საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და ვიმედოვნებთ, არც მივაღწევთ ეპიდემიის ზღვარს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გრიპის სიმპტომების დაწყებისას მიმართოს ექიმს. ჯერჯერობით ორი სამწუხარო შემთხვევაა აჭარასა და ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო. სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო სამ კვირაში, ქვეყანაში გრიპის მზარდი დინამიკაა.

„უკვე ფართოდ ცირკულირებს გრიპის ვირუსი და H1N1 შტამი, რომელიც უფრო მეტი აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე შარშანდელი H3 შტამი. სამწუხაროდ, გარდაცვალების ორი შემთხვევა გვაქვს. მივმართავ მოსახლეობას, გრიპის სეზონის დროს მეტი ყურადღებით ვიყოთ ყოველგვარი გრიპის მსგავსი სიმპტომებისადმი“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

გრიპის ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 53 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]