weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

გორში გრიპის ვირუსით 39 წლის ქალი დაიღუპა

11:28 ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019

გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ 39 წლის ქალი გრიპის ვირუსის გართულების გამო დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, პაციენტი ძლიერი ცხელებითა და სუნთქვის უკმარისობით მათთან წუხელ გადაიყვანეს. მანამდე ის მკურნალობას სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.

„გორმედის“ კლინიკური დირექტორის, დავით ყაზიაშვილის განცხადებით, მიღებისთანავე პაციენტი რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, ქალი 7 დღის განმავლობაში ავადმყოფობდა.

25 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ქუთაისში 30 წლის ორსული დაიღუპა, ბათუმში კი 53 წლის ქალი. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განმარტა, ორივე ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფში იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]