weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

29 წლის ზუგდიდელი მამაკაცი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

17:56 ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 29 წლის მამაკაცი H1N1 ვირუსით, იგივე ე.წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა. როგორც „რეგინფოს“ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ უთხრა, რეფერალურ საავადმყოფოში მამაკაცი 23 დეკემბერს, პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს.

„პაციენტის მიღების შემდეგ დაიწყო ანტივირუსული მკურნალობა. მას გრიპის ვირუსი 16 დეკემბრიდან ჰქონდა. ლაბორატორიულად H1N1 დადასტურდა, რის შემდეგაც 24 დეკემბერს, საჭირო გახდა მამაკაცის თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა, სადაც გარდაიცვალა“, – ამბობს ნანა ოდიშარია.

საქართველოში გრიპის ვირუსის 144-მდე შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, საიდანაც 140 ე.წ. ღორის გრიპია, ხოლო დანარჩენი - H3 ვირუსი. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის შედეგად ექვსი ადამიანია გარდაცვლილი.

 

გრიპის ვირუსის შესახებ მოისმინეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, პაატა იმნაძის რეკომენდაციები:

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]