weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

H1N1-ის ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

13:09 პარასკევი, 04 იანვარი 2019

დღევანდელი მონაცემებით, H1N1 ვირუსით, იგივე ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„გვაქვს 8 ლაბორატორიულად დადასტურებული სიკვდილიანობის შემთხვევა, სადაც დადასტურებულია, რომ ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ გრიპის ვირუსის არსებობა. ყველა შემთხვევაში იყო H1N1.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ გრიპის სეზონზე განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

ეს შტამი, რომელიც ცირკულირებს, ძალიან ვირულენტურია ორსული ქალბატონების მიმართ. ამიტომ აუცილებელია, რომ მათ მიმართონ თავის მეან-გინეკოლოგს და ოჯახის ექიმს და იმოქმედონ მათი დანიშნულების მიხედვით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. როგორც გამყრელიძემ განმარტა, ვირუსი 100 ათას ადამიანზე მხოლოდ 277-ს დაუდასტურდა, ეპიდემიის საფრთხე კი დგება მაშინ, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 500-მდეა.

არსებული ინფორმაციით, H1N1 ვირუსით სიკვდილის ორი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, ერთი ქუთაისში, ერთი კი გორში. გუშინ ცნობილი გახდა, რომ 29 წლის ზუგდიდელი მამაკაცი ე.წ. ღორის გრიპით თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]