weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში 24 წლის მამაკაცი სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

18:19 კვირა, 06 იანვარი 2019

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სიკვდილის სავარაუდო იზეზი H1N1 ვირუსი, იგივე ე.წ. ღორის გრიპია. როგორც ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა, პაციენტს ორივე ფილტვის ანთება ჰქონდა და საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„გუშინ მესტიის საავადმყოფოდან კატასტროფის სამსახურის მიერ გადმოყვანილი იქნა მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისთვის – გრიპისთვის დამახასიათებელი ერთი კვირის ანამნეზი, ცხელება, საერთო სისუსტე. შემოყვანისას ავადმყოფს დაუდგინდა ორმხრივი ტოტალური პნევმონიის დიაგნოზი. მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. აღსანიშნავია მისი თანმხლები პათოლოგიები – შაქრიანი დიაბეტი, მესამე ხარისხის სიმსუქნე და ცერებრალური დამბლა“, – განაცხადა სულხან ორჟონიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

ექიმების განმარტებით, ორ დღეში დადგინდება იყო თუ არა 24 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი.

დღემდე არსებული დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოში H1N1 ვირუსით რვა ადამიანია გარდაცვლილი.

 

გრიპის ვირუსის შესახებ მოისმინეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, პაატა იმნაძის რეკომენდაციები:

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]