„პაციენტმა პარასკევს გრიპით, სუნთქვის უკმარისობით, მაღალი ცხელებით მოგვმართა. მოთავსდა თერაპიულ განყოფილებაში, მაგრამ მალევე, რომ შეფასდა მისი მდგომარეობა, გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში, დაწყებული იქნა მკურნალობა... სამწუხაროდ, მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა. სამწუხაროდ, პაციენტს დატვირთული ანამნეზი ჰქონდა. თავის ტვინის სიმსივნეზე რამდენჯერმე იყო ნაოპერაციები“, – განაცხადა დავით ყაზიაშვილმა.
3 იანვარს, H1N1 ვირუსით „გორმედში“ 39 წლის ქალი დაიღუპა. დავით ყაზიაშვილის თქმით, ამ შემთხვევაშიც პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადება - გულის მანკი ჰქონდა.
ამ დროისთვის საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ათი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
გრიპის ვირუსის შესახებ მოისმინეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, პაატა იმნაძის რეკომენდაციები: