weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბავშვები, რომლებიც არ ივლიან სკოლაში, სადმე იქნებიან შუშის კოლბებში ცალკე? - იმნაძე

13:39 ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გრიპის ვირუსის გავრცელებაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ვირუსების გამო სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვას ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ითხოვენ. პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით ასეთ რეკომენდაციას განათლების სამინისტროს არ აძლევენ.

„არსებობს ბევრი დასავლური ქვეყნის გამოცდილება. სკოლა და ბაღი რომ დაიხურება, ბავშვები, რომლებიც სკოლასა და ბაღში არ ივლიან, სადმე იქნებიან შუშის კოლბებში ცალკე, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ ერთმანეთთან კონტაქტი? სკოლის და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან? ჩვენი რეკომენდაცია იქნება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ახლა ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 256-ია. ჯერჯერობით ავადობის შემცირების ტენდენცია არსებობს. ტენდენციას ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით და შემდგომ იქნება განათლების სისტემისადმი რეკომენდაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა მედიასაშუალებებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გრიპის წლევანდელი სეზონი გახდა „არა მოსახლეობის ინფორმირების, არამედ დაშინების და დაპანიკების საფუძველი“.

„მეჩვენება, რომ მოსახლეობის მიზანმიმართული დაშინება მიმდინარეობს, გეგონება გრიპი პირველად არის.

სამწუხაროდ, ხდება ასე, რომ როდესაც ათასობით ადამიანი ავად ხდება, მსხვერპლიც არის ხოლმე, მიუხედავად ყველაფრისა. ეს სტატისტიკა არის მძიმე და ჩვენ არ ვაქვეყნებთ ხოლმე ჩვეულებრივ, მაგრამ იძულებულები გავხდით გამოგვექვეყნებინა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ყოველ წელს როგორი იყო ავადობა პიკზე ბოლო 10 წლის განმავლობაში და სამწუხაროდ, რამდენი ადამიანი ემსხვერპლა გრიპს. მუსირებს, რომ თურმე გრიპი მარტო საქართველოშია. მხოლოდ შარშანდელ სეზონზე, როდესაც იგივე H1N1 ცირკულირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 80 000 ადამიანია დაღუპული, ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანიები CNN, CBS, ABC მთელი დღეები დაკავებულები უნდა ყოფილიყვნენ იმით, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა იმნაძემ.

 

ამ თემაზე:

გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება გადაიდო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]