weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

განათლების მინისტრი ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში მივა

14:08 ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში მივა და იმ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მთავარ საკითხად ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის შესვლა და ამავე სკოლის დირექტორის, ია კეზაიას გარდაცვალების საქმე უნდა განიხილონ.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, მიხეილ ბატიაშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა სავარაუდოდ თებერვლის დასაწყისში გაიმართება.

საპარლამენტო უმცირესობა ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში განათლების მინისტრის მისვლას გასულ თვეში ითხოვდა. განათლების კომიტეტში შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის განხილვა 28 დეკემბერს უნდა გამართულიყო, რა მიზნითაც კომიტეტის სხდომაზე სამსახურის უფროსი მივიდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მინისტრის დაუსწრებლობა გააპროტესტეს, რამაც სხდომის ჩაშლა გამოიწვია.

„კომიტეტის სხდომაზე პროცედურა არ დარღვეულა. პირადად ჩემთვის იმ სხდომაზე, სადაც უნდა განგვეხილა ინსპექტირების სამსახურის ანგარიში, მინისტრის დასწრების აუცილებლობა არ ყოფილა. მიხეილ ბატიაშვილი მზად არის უმცირესობასთან შესახვედრად“, – განაცხადა ჯაშმა.

ზუგდიდის მე–6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას და სკოლაში ინსპექტირების ჯგუფის შესვლას უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]