weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყოფილი ცოლის ცემისთვის მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

15:20 ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019
ფოტოზე დეა გოშხეთელიანი ფოტოზე დეა გოშხეთელიანი

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, დეა გოშხეთელიანის მსჯავრდებული მეუღლის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის სექტემბერში გრიგოლ ბაკურაძეს 21 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, გრიგოლ ბაკურაძემ ყოფილ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილისა და ასევე არასრულწლოვანი დის თანდასწრებით სცემა.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის პირველი სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი. გ.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]