weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პროკურატურამ გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად ცნო

15:14 სამშაბათი, 15 იანვარი 2019

სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა თავზე ნაგვის ურნა დაამხო, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს.

„არის! დამირეკეს პროკურატურიდან, დაზარალებულად მცნეს. ახლა საია ამ საქმეს მარტივად მიიყვანს ბოლომდე. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – წერს მაქარაშვილი.

2018 წლის 10 ოქტომბერს გორის მერიის შენობის წინ, მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს. ისინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების შესახებ გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას აპროტესტებდნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა მერიის წინ ნაკელი და ხორბალი დაყარეს. აქციის ბოლოს, როდესაც გიგა მაქარაშვილი, ხორბალს იღებდა, მერიის ადმინისტაციული სამსახურის უფროსი, თემურ მანველიშვილი უკნიდან მიეპარა და თავზე ნაგვის ურნა დაამხო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების დაწყებიდან სამი თვის შემდეგ თემურ მანველიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]