weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გორის მერიის თანამშრომელმა აქციის მონაწილეს თავზე ნაგვის ურნა დაამხო [Video]

18:40 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018
ფოტოზე გიგა მაქარაშვილი ფოტოზე გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ გამართულ აქციაში მონაწილეობდა, მერიის თანამშრომელი თემურ მანველიშვილი მიეპარა და თავზე ნაგვის ურნა დაამხო.

მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ აქტივისტები მერიასთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების შესახებ გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას აპროტესტებდნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ. მათ ადმინისტრაციული შენობის წინ ნაკელი და ხორბალი ჰქონდათ დაყრილი.

„გორის მერისთვის გვინდოდა განმარტება გვეთხოვა მის გუშინდელ განცხადებაზე, როდესაც ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა. მივიტანეთ საკენკი და ნეხვი. მოვითხოვეთ გამოსულიყო და განმარტება გაეკეთებინა. მოგვიანებით, ბუნებრივია, ჩვენ თვითონვე დავიწყეთ ამ ყველაფრის ალაგება. ავალაგეთ. ბოლო ხორბალს ვიღებით, როდესაც უკან ვიღაც მომეპარა და ხორბალი, რაც იყო, თავზე დამაყარა. პოლიცია მომენტალურად მოვიდა. იმედია, კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს, მათ შორის, გორის მერიც“, - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა გიგა მაქარაშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დევნილებთან შეხვედრისას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „დაბომბვა ჩვენ დავიწყეთ“.

„ჩვენთან არავინ იყო გაფრთხილებული. ხომ შეიძლებოდა აქედან რომ ისვრი, იქიდანაც გამოგიშვან საპასუხოდ. აქ რა მოხდებოდა წარმოგიდგენიათ, ხომ? მეორე დილით გავიგეთ, რომ გავიღვიძეთ, ეს რა ხდებოდა. ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ ერთი გამოესროლათ, რა გვეშველებოდა?!“ - თქვა თავზარაშვილმა.

მერმა მოგვიანებით უარყო, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]