weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა

12:31 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019

მრევლისა და ტურისტებისთვის მცხეთის ჯვრის მონასტერში შესვლა დილიდან შესაძლებელია. ტაძრის შესასვლელის დაკეტვიდან მესამე დღეს ეს გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღვარმა, მამა კონსტანტინე ჭინჭარაულმა მიიღო.

როგორც მცხეთის მერმა, გოგიტა კაპანაძემ განაცხადა, ელოდებიან წინამძღვრის თანხმობას, რის შემდეგაც მონასტრის მიმიდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისთვის სპეციალურ დახლებს განათავსებენ.

მამა კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით, მცხეთის ჯვრის მონასტერი 14 იანვარს დაიკეტა, რის მიზეზადაც მონასტრთან გარემოვაჭრეთა საქმიანობა დასახელდა. საქართველოს საპატრიარქომ შექმნილი ვითარება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისთვის გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

„გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი“, – განაცხადეს გუშინ საპატრიარქოში.

საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავს ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე გარემოვაჭრეთა საქმიანობას ცივილური სახე მიეცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]