weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება საჭირო არ არის – ნინო ლომჯარია

14:45 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019

„ნამდვილად გვაქვს ლიბერალური კანონმდებლობა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით და რა ინიციატივაც უნდა გამოითქვას, სახალხო დამცველი დაიცავს გამოხატვის თავისუფლების იმ ფარგლებს და იმ სტანდარტს, რაც დღეს გვაქვს საქართველოში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტისა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე.

სახალხო დამცველის თქმით, ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება საჭირო არ არის.

„ჩემთვის დღემდე ბუნდოვანია, რა ინიციატივაზე საუბრობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რადგან  რამდენიმე საკითხი ითქვა, თითქოს ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა უნდა დარეგულირდეს, თითქოს არასწორი ინფორმაციის გავრცელება უნდა დარეგულირდეს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა საკითხია. ამ ეტაპზე, არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს სჭირდება კიდევ მეტად დარეგულირება ან გამკაცრება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს და სიტყვის თავისუფლებასაც. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე. ცილისწამება იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის საშობაო ქადაგებაში გაამახვილა ყურადღება. პატრიარქის თქმით, ხშირად ხდება „რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]