weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქედის სოფელ ჭინკაძეებში მოსახლეობა ქვის კარიერის მუშაობის წინააღმდეგია

13:32 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019
ფოტო: Facebook / Qetevan Beraia ფოტო: Facebook / Qetevan Beraia

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში, სადაც ორი თვის კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 წლის ბიჭი დაიღუპა, მოსახლეობა წიაღისეულის მოპოვების წინააღმდეგია. ამ მოთხოვნით მათ აქცია გამართეს და კომპანიის ტექნიკას სოფელი დაატოვებინეს.

როგორც ადგილობრივებმა „აჭარის ტელევიზიასთან“ განაცხადეს, კარიერზე აფეთქებების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. მათივე თქმით, სოფელში წარმოიქმნა მეწყრული კერა, მძიმე ტექნიკის გადაადგილებით კი საავტომობილო გზა დაზიანდა.

„აქ არ გვჭირდება კარიერი, აქ ვართ მოსახლეობა - 29 მოსახლე ვცხოვრობთ. ბავშვები, მშობლები, ბებია-ბაბუა გვყავს. ხვალ და ზეგ შესაძლოა არ ვიყოთ უსაფრთხოდ“, – ამბობს ჭინკაძეების მკვიდრი მირზა ოსანაძე.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ გუშინ სოფელში მძიმე ტექნიკა მხოლოდ გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა. მათივე განმარტებით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, გაგრძელდება თუ არა ჭინკაძეებში კარიერის მოპოვება.

ჭინკაძეებში არსებულ კარიერზე აფეთქება 2018 წლის 31 ოქტომბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავა, რომელთაც წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ ქვეკონტრაქტორი შპს „ალბაირაქის“ და შპს „დინამიტი-ლ.დ“-ს თანამშრომლები უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს. ძლიერი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

სასამართლო პროცესზე დაკავებულებმა განაცხადეს, რომ კარიერზე აფეთქებითი სამუშაოები მათ მოვალეობაში არ შედიოდა და ამფეთქებლების მითითებებს ასრულებდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]