ლილუაშვილს სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე შეცვლის ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც 2017 წლის ნოემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, 2015-2017 წლებში, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც 2018 წლის აგვისტოში იოსებ გოგაშვილი გადადგა. ის ამ თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობდა.