weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თეთრ ხიდზე სტიკერების დაკვრისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია დააჯარიმეს

14:55 ორშაბათი, 21 იანვარი 2019
ფოტო: 1tv.ge ფოტო: 1tv.ge

ქუთაისის მერიამ ახლად რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე დაკრული გამაფრთხილებელი შინაარსის სტიკერების გამო არასამთავრობო ორგანიზაციის, „ევროპა ჩვენი სახლიას“ თავმჯდომარეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. მერია გია გოქაძის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

როგორც მერიაში განმარტავენ, „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი (თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება) დაარღვიეს, ორგანიზაცია კი მერიას შერჩევით სამართალში სდებს ბრალს.

„ქუთაისის ცენტრი სავსეა წარწერებით: „ვიბარებთ თმებს“, „ვაქირავებ ბინას ორ სტუდენტ გოგონაზე“, „მოვამზადებ გიტარაში, ჭადრაკში, ნარდში , დომინოში“, „ვარჩევ შავს და თეთრს“, „ვხსნი ჯადოს“, „არა კაპიტალიზმს“... ამ პირობებში, ახალი რენესანსის შემოქმედმა, მხატვრების მუზამ, ექსპერტმა ცისფერყანწელების და ნიკოლაძეების საკითხებში, ხიდების მშენებელ-რეაბილიტოლოგმა და მკვდრებთან მოლაპარაკე ქუთაისის მერმა, ჭიღვარიამ თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი 4 სტიკერის დაკვრის გამო 500 ლარით დაგვაჯარიმა“, – განაცხადა „ევროპა ჩვენი სახლიას“ წევრმა თორნიკე ბარათაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თეთრ ხიდზე ორენოვანი სტიკერები წარწერით „სახიფათოა“ მას შემდეგ დააკრეს, რაც რამდენიმე კვირის წინ ხიდის ერთ-ერთი მინა გაიბზარა. ქუთაისის მერიაში უარყოფენ არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, რომ ხიდზე გადაადგილება სახიფათოა. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის თქმით, დაზიანებული მინა შემოღობილია და გამოძიების დასრულების შემდეგ შეცვლიან.

თეთრ ხიდს რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა, რისთვისაც ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ ყაზახურ კომპანიას „ალმა-რუს საქართველოს ფილიალს“ გაუფორმეს. ქუთაისის მერიამ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და საჯარიმო სანქციის სახით 185 307 ლარის გადახდა მოსთხოვა. როგორც მერიაში განაცხადეს, თეთრი ხიდის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი 445 000 ლარიდან, კომპანიისთვის 290 000 ლარი ჰქონდათ გადარიცხული.

რეაბილიტირებული თეთრი ხიდი 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში გაიხსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]