weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გერმანიიდან საქართველოს 55 მოქალაქე გამოაძევეს

01:11 პარასკევი, 25 იანვარი 2019

გერმანიიდან საქართველოს 55 მოქალაქე გამოაძევს. სპეციალური ავიარეისი დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით 24 იანვარს შესრულდა. ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ წარმომადგენელმა ირმა ცირამუამ განაცხადა, რომ დეპორტირებულთა უმრავლესობა ისინი არიან, ვისაც გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ.

„საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება რეადმისიის ფარგლებში განხორციელდა, რადგან მათ, როგორც ცნობილია, უარი ეთქვათ თავშესაფარზე.

როგორც თავად საქართველოს მოქალაქეები აღნიშნავენ, ზოგიერთი მათგანი დაახლოებით 6 თვე იმყოფებოდა, ზოგი 4 წელი, ზოგი 3 წელი და მაქსიმუმ 5 წელი. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე დარღვევებს ჰქონოდა ადგილი.

უბრალოდ, მოქალაქეები ჩამოსულები იყვნენ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სამკურნალოდ, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამუშაოდ“, – განაცხადა მაია ცირამუამ „რუსთავი 2“-თან.

მისივე თქმით, რეადმისიის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება თვეში რამდენჯერმე ხორციელდება როგორც გერმანიიდან, ისე ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

რამდენიმე დღის წინ ირლანდიიდან საქართველოს ათამდე მოქალაქე გამოაძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამის მიზეზი მათ მიერ ირლანდიაში ყოფნის წესების დარღვევა გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]