weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დავით ერაძის სახლზე სროლის დროულ გამოძიებას ითხოვს

10:29 შაბათი, 26 იანვარი 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის სახლზე სროლას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება და სამართალდამცავ უწყებებს დროული გამოძიებისაკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია ასევე ითხოვს, განემარტოს საზოგადოებას, უკავშირდება თუ არა მომხდარი ერაძის ჟურნალისტურ საქმიანობას.

„სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა კადრები, სადაც ასახულია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მოჭიდავეს შორის კონფლიქტი. მასალის ეთერში გასვლის შემდეგ კი ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს.

მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები დაცულად გრძნობდნენ თავს და შეუფერხებლად ახორციელებდნენ პროფესიულ საქმიანობას.

ყოველი გაჭიანურებული გამოძიება ახალისებს ძალადობას ქვეყანაში და ხელს უწყობს მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიის ზრდას.

ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს და საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით“, – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს გუშინ, 25 იანვარს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ „დავით ერაძეზე თავდასხმა უკავშირდება მის სკანდალურ რეპორტაჟს ე.წ. მოჭიდავეების საქმესთან დაკავშირებით“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]