weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რელიგიურ ომში არ უნდა ჩავერთოთ – მეუფე იაკობი უკრაინის ავტოკეფალიაზე

12:38 ორშაბათი, 28 იანვარი 2019

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა საქართველოს საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველო რელიგიურ ომში არ უნდა ჩაერთოს და საკუთარ ინტერესებზე უნდა იფიქროს.

„ჩვენ გვაქვს აფხაზეთი და პირდაპირ გეუბნებით, ვთქვათ ვცანით და რუსეთმა მიიერთა აფხაზეთი, დააწერინა, ჯარებიც ჰყავს, დააწერინა და მიიერთა, მერე ჩვენთან ვინც არიან, რას იტყვიან, ვინც ემხრობა იმას, მაინც წაგვართმევდაო? კარგიაო?

მარტო უკრაინაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ. მე, პირველ რიგში, ჩემს სახელმწიფოზე ვფიქრობ, ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ“, – აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

ეს განცხადება მეუფე იაკობმა 27 იანვარს, ნონოობას, ბოდბის მონასტერში გააკეთა. რამდენიმე თვის წინ, 2018 წლის სექტემბერში, მან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მხარდაჭერა დააფიქსირა.

„უკრაინა დიდი ქვეყანაა. თავისთავად ცხადია, რომ ერს აქვს სრული უფლება, მოითხოვოს ავტოკეფალია. ეს პირადად ჩემი აზრია. საქართველოს ხომ უნდა ჰქონოდა ავტოკეფალია? უკრაინამ რა დააშავა?“, – აცხადებდა მაშინ მეუფე იაკობი.

6 იანვარს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. მანამდე ბართლომე პირველმა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდა, ამ საკითხისთვის მხარი დაეჭირათ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მიღება არ მიულოცავს.

 

ამ თემაზე:

გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკური ლიდერები უკრაინას ავტოკეფალიას არ ულოცავენ – მეუფე გრიგოლი

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღებას ულოცავს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]