weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„სამართალი სახლში დაგრჩათ?“ – ბათუმში მე-12 კლასის გამოცდების გაუქმება მოითხოვეს

14:13 სამშაბათი, 29 იანვარი 2019
ფოტო: აჭარის ტელევიზია ფოტო: აჭარის ტელევიზია

ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა ნაწილმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა და გამოსაშვები გამოცდების გაუქმება მოითხოვა. აბიტურიენტები აპროტესტებენ განათლების სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, გამოსაშვები გამოცდები წელს მხოლოდ მეთერთმეტე კლასელებისთვის გაუქმდა.

„სამინისტროში ოროსნები არიან“, „სამართალი სახლში დაგრჩათ?“, „ძირს უსამართლო სისტემა“ – აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მოსწავლეებმა საკუთარი უკმაყოფილება ამ წარწერებით გამოხატეს.

„ძველი სისტემა ახლით შეიცვალა, რადგან მიხვდნენ, რომ ძველი საშინელება იყო. არ გვინდა, ამ სისტემის ბოლო მსხვერპლები ჩვენ ვიყოთ, წლევანდელი აბიტურიენტები. მეთერთმეტე კლასის გამოცდა ჩაბარებული გვაქვს, ახლა მეთორმეტეც უნდა ჩავაბაროთ. თუ საატესტატო მოიხსნა, მოიხსნას ყველასთვის“, – თქვა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.

მოსწავლეების თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

მეთორმეტე კლასის გამოცდების შენარჩუნებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშსაც. როგორც მან თქვა, წელს მხოლოდ მეთერთმეტე კლასის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებით, მეთორმეტე კლასის მოსწავლეები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამ საკითხზე განათლების მინისტრთან დამატებით ისაუბრებს. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განმარტებით, წელს გამოცდების ჩაბარება მოუწევთ მე-12 კლასელებს იმისთვის, რომ ციკლი, რომელიც გასულ წელს დაიწყო, დასრულდეს. 2020 წლიდან გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასშიც გაუქმდება და სკოლა ატესტატს მოსწავლის აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს.

„იმ პირებს, რომლებიც წინა წელს ჩაიჭრნენ ან ვერ გამოცხადდნენ გამოცდაზე, მათ, რა თქმა უნდა, გამოცდებზე გასვლის უფლება ექნებათ და თუ მე-11 კლასში რაღაც საგანი დარჩათ, კიდევ ერთხელ ცდიან ბედს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]