weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

4 წლის ბავშვის გარდაცვალების გამო მარი წერეთელი გადადგა, სოცმუშაკები კი გაათავისუფლეს

17:27 ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019
ფოტოზე მარი წერეთელი ფოტოზე მარი წერეთელი

ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განმარტებით, წერეთელმა ეს გადაწყვეტილება საკუთარი მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღო.

ამავე საქმეზე, ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, ოთხი სოციალური მუშაკი სამსახურიდან დაითხოვეს.

„მათ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა, პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა და შესაბამისად, ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. ჩვენ, როგორც დამსაქმებლებმა, ისინი გავათავისუფლეთ, შესაბამისი მასალები კი შესაბამის უწყებებს მივაწოდეთ, საჭიროების შემთხვევაში რეაგირებისთვის“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

4 წლის გოგონა თბილისში 22 იანვარს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის უცნობია ექსპერტიზის პასუხი, თუ რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ პოლიციამ მისი დედა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავა. მას წინასწარი პატმრობა აქვს შეფარდებული.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, 4 წლის ბავშვი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავდნენ, რომ დედის მხრიდან ბავშვზე ძალადობის ნიშნები არ იკვეთებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]