„განათლების მიღება სკოლაში – ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ. ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება 2019 წელს მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ კონსულტაციები და მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ, როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ 29 იანვარს, განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდებოდა, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის კი შენარჩუნდებოდა. გამოსაშვები გამოცდების საბოლოოდ გაუქმება 2020 წლიდან იგეგმებოდა.