weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუს-მა კახეთში ზაქარია ქინქლაძე დააკავა

12:44 ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი, ზაქარია ქინქლაძე დააკავა. სუს-ში განმარტეს, რომ ქინქლაძე მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ზაქარია ქინქლაძე სამსახურში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს, ახმეტაში, მის საცხოვრებელ სახლში კი სუს-ის მიერ ჩხრეკა მიმდინარეობს.

ზაქარია ქინქლაძეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამსახურიდან წასვლას სთხოვდნენ პირადი განცხადების საფუძველზე, რაზეც მან უარი თქვა. „რეგინფო“ მეტ ინფორმაციას დღის განმავლობაში მოგაწვდით.

 

ამ თემაზე:

ვინ არის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ზაქარია ქინქლაძის საქმეში ფიგურირებს

ზაქარია ქინქლაძე ქრთამის აღებაშია ბრალდებული, დაკავებულია კიდევ 4 ადამიანი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]