weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზაქარია ქინქლაძის საქმეზე აუდიტი ვახტანგ ჩაფურიშვილი დაკავებული არ არის

17:36 ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს ზაქარია ქინქლაძის საქმეზე, ახმეტაში მომუშავე აუდიტის ვახტანგ ჩაფურიშვილის დაკავებას. სუს-ის თანამშრომლებმა ვახტანგ ჩაფურიშვილი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე საათის წინ წაიყვანეს. ჩაფურიშვილი სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, ვახტანგ ჩაფურიშვილი შპს „გრემსა“ და შპს „ქისტაურს“ საბუღალტრო მომსახურებას უწევდა. შპს „გრემის“ დამფუძნებლები გოჩა ფშავლიშვილი და გიორგი არჩუაშვილი, ასევე შპს „ქისტაურის“ დირექტორი რამაზ ლეფსვერიძე სუს-ის თანამშრომლებმა უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ბრალდებით დღეს დააკავეს.

ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე.

გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე და 4-დან 7 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]